სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა “ბათუმი 2024”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 26 ივლისს , მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის სტარტი აიღი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა ”ბათუმი-2024”.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის გამარჯვებულს, ფასიან საჩუქრებთან ერთად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილისგან ლეგენდარული ჩემპიონის ავტოგრაფით გადაეცემათ საჭადრაკო დაფა.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 100 სპორტსმენი წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველო, ამერიკა, ინგლისი, უკრაინა, ყაზახეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

28 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ‘’გია მახარაძის თასი’’ – ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში და 8,10,12 წლამდე კატეგორიებში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ფესტივალის სპორტსმენებთან ერთად შეეძლებათ დელეგაციების თანმხლებ პირებს და ყველა მსურველს. დასაწყისი 17:00 სთ.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: