აჭარის ჭადრაკის ფედერაცია, სრულიად საქართველოს უსამძიმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.
საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღეების თანაზიარად, აჭარის ჩემპიონატის დაჯილდოება და საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV, III და II სპორტულ თანრიგზე გადაიდო.
აჭარის ჩემპიონატის დაჯილდოება 20 მარტის ნაცვლად გაიმართება 28 მარტს 16:00 საათზე.
საკვალიფიკავიო ტურნირი 21-22 მარტის ნაცვლად გაიმართება 27-28 მარტს შემდეგი განრიგით:
ტურნირის გახსნა: 27 მარტს , 14:30 სთ.
I-II-III ტური ჩატარდება 27 მარტს. I ტური დაიწყება 15:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
IV-V-VI-VII ტური – 28 მარტი, დასაწყისი 13:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 28 მარტი, 16:00 სთ.
ღონისძიებების ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე.

