16 ოქტომბერს, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, ელვისებურ ჭადრაკში გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ღია და 12 წლამდე კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ორივე კატეგორიაში დაითვალა ფიდეს რეიტინგი. ღონისძიებაში ჩართული იყო 37 მოჭადრაკე.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
I – თენგიზ დიდმანიძე
II – ჯამბულ მახარაძე
III – ზვიად ქამადაძე
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა – თინათინ ბერიძემ.
12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
I – შოთა ცეცხლაძე
II – ნუგზარ ასკეროვი
III – რატი დიასამიძე
გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა – ანა მალაზონიამ.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ: მედლებით, დიპლომებით, თასით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით.