გოგონების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე!

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, 22-31 აგვისტოს, 8-18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ევროპის 2024 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი მიმდინარეობდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი 90 წუთი 30 წამის დამატებით.

ასპარეზობა ჩატარდა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08;U10;U12;U14;U16;U18, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.

ღონისძიებაში ევროპის 47 ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა:

  • ნანავა ცოტნე (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • სვანიძე ლილე (8 წლამდე გოგონათა შორის)
  • ჩხარტიშვილი ლაზარე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • რეხვიაშვილი მარიამი (10 წლამდე გოგონათა შორის)
  • სალთხუციშვილი სარა (10 წლამდე გოგონათა შორის)
  • გაბადაძე გაბრიელი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • თათვიძე დავითი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • დიასამიძე რატი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 87-ე ადგილი
  • თავბერიძე ალექსანდრე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ჭიჭინაძე ანასტასია (12 წლამდე გოგონათა შორის)
  • რუსიტავილი თეა (12 ელამდე გოგონათა შორის)
  • კვირიაშვილი ანდრია (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • გვასალია გაგა (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • კალანდაძე მარიამი (14 წლამდე გოგონათა შორის) II ადგილი
  • მგელაძე კესარია (14 წლამდე გოგონათა შორის) III ადგილი
  • კოღუაშვილი თეკლა (14 წლამდე გოგონათა შორის)
  • აშოთია ბარბარე (14 წლამდე გოგონათა შორის)
  • კილაძე ლუკა (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ნემსაძე დავითი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ჭანტურია გიორგი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ცეცხლაძე მარიამი (16 წლამდე გოგონათა შორის) I-IV ადგილი
  • დიასამიძე ლულუ (18 წლამდე გოგონათა შორის) მე-40 ადგილი
  • კირთაძე ანასტასია (16 წლამდე გოგონათა შორის)
  • სიჭინავა მარიამ (16 წლამდე გოგონათა შორის)
  • შამათავა ნიკოლოზი (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)

საქართველოს მონაგარში 3 მედალია, მათ შორის კი 2 აჭარის რეგიონის წარმომადგენლების მიერ არის მოპოვებული!

14 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ კალანდაძემ 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლის მფოლებელი გახდა! მარიამმა ასევე მოიპოვა მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე

14 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელი კესარია მგელაძე გახდა! კესარიამ ასევე მოიპოვა მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. მწვრთნელი – ნუკრი მანაგაძე

16 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ ცეცხლაძემ 9-დან 7 ქულით I-VI ადგილები გაიყო და დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე ადგილი დაისაკუთრა. მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი

8 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7 ქულით ვერცხლის მედალი ლილე სვანაძემ მოიპოვა! ლილემ ასევე მოიპოვა მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. მწვრთნელი – ხათუნა გუბელაძე

ღონისძიების დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: