84 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გურამ ჭანტურია.
გურამ ჭანტურია ნახევარ საუკუნეზე მეტი ასწავლიდა ჭადრაკს ქალაქ ბათუმში. მისი მოღვაწეობის პერიოდში, სხვადასხვა საპატიო სიგელთან ერთად, მას ასევე მიენიჭა 20 საუკუნის აჭარის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ჭადრაკში.
აჭარის ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
პანაშვიდი – 9 სექტემბერს, 17:00 საათიდან, მის: ქ. ბათუმი, 26 მაისის 55/57
გამოსვენება – 10 სექტემბერს, წმ. ბარბარეს ეკლესიიდან, 15:00 სთ.