საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის გადახდის წესი:
- მოჭადრაკეებმა, ჭადრაკთან დაკავშირებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაიხადონ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
- ფედერაციის საბაზისო წლიური საწევრო შესატანი თანხის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ფედერაციის საბაზისო საწევრო
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და უფროსი ასაკის პირებმა უნდა გამოაგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი ელ-ფოსტაზე
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ საჯარო რეესტრის ამონაწერი და წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი ელ-ფოსტაზე
თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
შემდეგ საბანკო ანგარიშზე –
სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი პირის სახელი და გვარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ორგანიზაციის სრული დასახელება.
საბანკო საკომისიო მომსახურეობის თანხას იხდის გადამხდელი პირი.