5 სექტემბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ”შავი ზღვის დელფინი – 2025”-ის ფარგლებში ელვისებურ ჭადრაკში მამია ხარაზის სახელობის თასი გაიმართა.
ღონისძიება 2 კატეგორიად ჩატარდა:
- A – ღია ტურნირი;
- B – 12 წლამდე ღია ტურნირი.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. A ტურნირში დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობაში სულ 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
A – კატეგორიის გამარჯვებულები:
- დიასამიძე რატი (7-დან 5.5 ქულა)
- ცეცხლაძე შოთა (7-დან 5 ქულა)
- ჩხარტიშვილი ლაზარე (7-დან 5 ქულა)
ქალთა ნომინაციის გამარჯვებულები:
- ნადარაია ქეთევანი (7-დან 3.5 ქულა)
- ნაკაშიძე ნინი (7-დან 3 ქულა)
- ბერიძე სოფო (7-დან 3 ქულა)
B –კატეგორიის გამარჯვებულები:
- ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
- სხვიტარიძე დანიელი (7-დან 5.5 ქულა)
- დადაევ ჰასან (7-დან 5.5 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებულები:
- მელაძე ანასტასია (7-დან 5 ქულა)
- გოგუაძე მარიამი (7-დან 5 ქულა)
- არუთინიანი არიანა (7-დან 4.5 ქულა)
ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 9 სექტემბერს 16:00 საათზე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:



