23 აგვისტოს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ”ბათუმი 2025”-ის ფარგლებში ელვისებურ ჭადრაკში გია მახარაძის სახელობის თასი გაიმართა.
ღონისძიება 2 კატეგორიად ჩატარდა:
- A – ღია ტურნირი;
- B – 12 წლამდე ღია ტურნირი.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. A ტურნირში დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობაში სულ 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
A – კატეგორიის გამარჯვებულები:
- გოგიაშვილი დემეტრე (7-დან 6.5 ქულა)
- ჩხარტიშვილი ლაზარე (7-დანნ 5 ქულა)
- კომაროუსკი მარკ (7-დან 5 ქულა)
ქალთა ნომინაციის გამარჯვებულები:
- ლაჟევსკაია ჟანი (7-დან 5 ქულა)
- ბოდნარუკ ქსენია (7-დან 5 ქულა)
- კეკელიძე ნინო (7-დან 4 ქულა)
B –კატეგორიის გამარჯვებულები:
- სხვიტარიძე დანიელი (7-დან 6.5 ქულა)
- სოლდატენკო ტიმოფი (7-დან 5.5 ქულა)
- დადაევ ჰასან (7-დან 5 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებულები:
- გოგუაძე მარიამი (7-დან 6 ქულა)
- სოსელია ევა (7-დან 4.5 ქულა)
- პანფილოვა ტამილა (7-დან 3 ქულა)
ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 25 აგვისტოს 16:00 საათზე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

