საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მაისს, აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ევროპის დღეების აღსანიშნავად საჭადრაკო ბლიც-ტურნირი გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი პარტიის ბოლომდე.
7-დან 6 ქულით ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა მახარაძე, ნათია ვასაძე და დემეტრე გოგიაშვილი.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები, საპრიზო სამეულში გასულებს კი დამატებით – თასი და ფასიანი საჩუქარი.
ფოტოგალერეა