ბლიც ტურნირის შედეგები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2024”-ის ფარგლებში, 18 აგვისტოს, ელვისებურ ჭადრაკში ღია ტურნირები გაიმართა. 8,10 და 12 წლამდე ღია კატეგორიაში გათამაშდა “მამია ხარაზის თასი”, ღია რეიტინგ ტურნირში კი – “შოთა ჭურკვეიძის თასი”.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს 6 ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, ამერიკა, სომხეთი, გერმანია და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.) დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

ტურნირის დაჯილდოება გაიმართება 21 აგვისტოს 16:00 – საათზე.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. კოპილოვ ალექსანდერ (7-დან 6.5 ქულა)
  2. ბოლქვაძე თედო (7-დან 6 ქულა)
  3. ქამადაძე ზვიადი (7-დან 5.5 ქულა)

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. მგელაძე კესარია (7-დან 4.5 ქულა)

12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ბარსეღიან მანუელ (7-დან 6 ქულა)
  2. დოლიძე შოთა (7-დან 5 ქულა)
  3. ბერიშვილი ალექსანდრე (7-დან 5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. ქედელიძე ანეტა (7-დან 5.5 ქულა)

10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. აბულაძე ილია (7-დან 6 ქულა)
  2. მეფარიშვილი გიორგი (7-დან 6 ქულა)
  3. იოსელიანი გიორგი (7-დან 5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. არუთინიან არიანა (7-დან 5 ქულა)

8 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
  2. სხვიტარიძე დანიელ (7-დან 4.5 ქულა)
  3. ბალაძე დაჩი (7-დან 4.5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. სოსელია ევა (7-დან 4 ქულა)

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის მამია ხარაზის ოჯახის წევრები და პირველი სვლა პირველ დაფაზე მისმა შვილიშვილმა ქალბატონმა სოფო ხარაზმა გააკეთა.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: