საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-15 თებერვალს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, სადაც დაითვალა ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აღსანიშნავია, რომ 9-დან 7 გამარჯვებით და 2 ყაიმით ბელა ხოტენაშვილმა მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! ის უკვე იყო სამგზის ოქროს მედლის მფლობელი: 2012; 2017 და 2022 წლებში.
II ადგილზე უკეთესი მაჩვენებლებით 9-დან 7 ქულით ლელა ჯავახიშვილი გაივიდა, III მესამე ადგილი კი მერი არაბიძეს ხვდა წილად.
ტურნირის საბოლოო შედეგი: