ბელა ხოტენაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია ელვისებურ ჭადრაკში!

9 იანვარს, მონაკოში, ევროპის ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართა.

ღონისძიება შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.

ასპარეზობაზე 30 ქვეყნის 127 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ბელა ხოტენაშვილი ტურნირს მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, საბოლოოდ კი ვერცხლის მოდალი მოიპოვა!

წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმაც, რომელმაც 13-დან 9.5 ქულით III–VI ადგილები გაინაწილა.