აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 დეკემბერს გაიმართა ”ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის.
ღონისძიებას მასპინძლობდა სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”.
ვაჟთა ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 7 ტურად, ქალთა კი- შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:
- ბოლქვაძე ბადრი
- ზაქარიაძე ზურაბი
- ზოიძე ჯუმბერი
ქალთა შორის გამარჯვებულნი:
- აროშიძე მარინე
- თედორაძე ლიანა
- ხოზრევანიძე თამარი
პრიზიორები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:





