აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 15 ნოემბერს, ღია ბლიც-ტურნირი”ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის გაიმართება.
ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, ‘’ლორთქიფანიძის საჭადრაკო სკოლა’’, მის: ზუბალაშვილის 20.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება სენიორ ვაჟთა და ქალთა შორის, ფიდეს წესებით, წრიული სისტემით 7 ტურად.
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების და კოეფიციენტის სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
მონაწილენი:
ვეტერანები 50 წლის ზემოთ.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 14 ნოემბრის 19:00 საათამდე. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
რეგისტრაციისთვის საკონტაქტო ნომერი – 599 069497.
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 15 ნოემბერი 10:30 სთ.
1 ტური – 11:00 სთ. (ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ)
გამარჯვებულები:
I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც სენიორ ვაჟთა, ასევე სენიორ ქალთა შორის, დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.
I ადგილზე გასულები ასევე დაჯილდოვდებიან თასით და ფულადი ჯილდოთი.
I ადგილი სენიორ ვაჯთა შორის – 150 ლ.
I ადგილი სენიორ ქალთა შორის – 150 ლ.
(პრიზები დაიბეგრება საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად)
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
ტურნირის დირექტორი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია