აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 4 ივნისს, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის აჭარის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრება ჩატარდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში წრიული სისტემით 6 მონაწილეს შორის. დროის კონტროლი: 10 წუთი დამატების გარეშე.
გამარჯვებული მონაწილეებით დაკომპლექტდა ბათუმის მერიის გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 7 ივნისს გასამართ აჭარის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის. თითოეული გუნდი შედგება 4 მონაწილისგან.
საბოლოო შედეგები:
- დავით დიასამიძე – ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება
- ნანა ჯვარშეიშვილი – ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება
- თამარ გორგილაძე – ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:
- ნანა აბაშიძე – ბათუმის ბოტანიკური ბაღი
აჭარის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება 7 ივნისს, სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმში”.