ბავშვთა რესპუბლიკური ტურნირი  სწრაფ ჭადრაკში – U9,11;13- ‘თელავის თასი’

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, კახეთის ჭადრაკის ფედერაცისა და ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ”თელავი” -ს ორგანიზებით, 5- დან 7 ივნისის ჩათვლით, თამაზ ანთაძის სახელობის თელავის სპორტულ კომპლექსში გაიმართება ბავშვთა რესპუბლიკური ტურნირი  სწრაფ ჭადრაკში – U9,11;13- ‘თელავის თასი’.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • 9 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებსა და გოგონებს;
  • 11 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებსა და გოგონებს;
  • 13 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებსა და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15  წუთი  პარტიის  ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10  წამის დამატებით.

რეგისტრაცია და  სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი, სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, 2022 წლის 4 ივნისის 18:00 საათამდე, სალომე სირაძესთან: ელფოსტა:       მობ: 555 54-09-91.

სატურნირო შესატანი უნდა გადაირიცხოს ა(ა)იპ სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავი”-ს  საბანკო ანგარიშზე: 

/431172866
ბანკის კოდიTRESGE22
/ 743187499

სატურნირო შესატანია:  20  ლარი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2022 წლის  4 ივნისის     18:00 საათი.

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ჩამოსვლის დღე, რეგისტრაცია5 ივნისი11.00-18.00
გახსნა 6 ივნისი14.00
I ტური 6 ივნისი15.00
II ტური 6 ივნისი16.00
III ტური 6 ივნისი17.00
IVტური 6 ივნისი18.00
Vტური7 ივნისი11.00
VI ტური7 ივნისი12.00
VII ტური7 ივნისი13.00
VIII ტური7 ივნისი14.00
IX ტური7 ივნისი15.00
დახურვა7 ივნისი16.00

საპრიზო ფონდი: 2 700 ლარი.

ტურნირი/პრიზი123სულ
13 წლამდე ჭაბუკები200150100450
13 წლამდე გოგონები200150100450
11 წლამდე ჭაბუკები200150100450
11 წლამდე გოგონები200150100450
9 წლამდე ჭაბუკები200150100450
9 წლამდე გოგონები200150100450

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით.
  • II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით.

ტურნირის დირექტორი: ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება  ”თელავი”-ს დირექტორი პაპუნა ხრიკული.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მაკა ხანთაძე

საკონტაქტო პირი: საერთაშორისო არბიტრი  სალომე სირაძე

ელფოსტა:       მობ: 555 54-09-91