აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა”, 1 ივნისს 18:00 საათიდან ამხანაგური გუნდური ბლიც-ტურნირები გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
დროის კონტროლი: თითოეულ გუნდს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე.
შეჯიბრების შემდეგ ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიმბოლური საჩუქრებით.