ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად გამართული ამხანაგური ტურნირის შედეგები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა” ამხანაგური ტურნირი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც სხვადასხვა საჭადრაკო სკოლის მოსწავლენი, ასევე, ბათუმის ბულვარში ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად გასული ბავშვები.

ახალგაზრდები გადანაწილდნენ 4 გუნდათ, რომელთა სახელწოდებაც მონაწილეთა შერჩევით გახლდათ შემდეგი: ”ლაზიერი”, ”მეფე”, ”ვეფხვები” და “ჭკვიანი მოჭადრაკეები”.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური ფასიანი საჩუქრები.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: