ბაადურ ჯობავამ მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა

რუმინეთის ეფორი ნორდში, 26 მარტს  ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ვაჟთა შორის დასრულდა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული გერმანელმა ბლუებაუმ მატიასმა 11-დან 8.5 ქულით მოიპოვა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა 40 ქვეყნის 377 მოჭადრაკე.

საქართველოდან ასპარეზობდნენ:

  • ბაადურ ჯობავა (11-დან 7.5 ქულა)
  • ყუფარაძე გიგა (11-დან 6.5 ქულა)
  • პაიჭაძე ლუკა (11-დან 6.5 ქულა)
  • სანიკიძე თორნიკე (11-დან 6.5 ქულა)
  • ფანცულაია ლევანი (11-დან 6 ქულა)
  • ტუტისანი ნოე (11-დან 6 ქულა)

აღსანიშნავია, რომ ბაადურ ჯობავამ მე-13 ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა!