საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12 და 14 მაისს, ონლაინ-სივრცეში გაიმართება მეგობრული მატჩები საქართველოს და საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის.
თითოეული გუნდის შემადგენლობაში: 10;12;14;16;18 წლამდე 3-3 გოგონა და ჭაბუკი ითამაშებს. პარტიათა რეგლამენტია: 10 წუთი 5 წამის დამატებით და 3 წუთი 2 წამის დამატებით; მატჩი შედგება ორივე დროის კონტროლით 2-2 პარტიისგან.
პარტიები დაიწყება: 19:00 საათზე, საჭადრაკო პლატფორმა: chess.com -ზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარიდან 4 სპორტსმენი იასპარეზებს: 10 წლამდე გოგონათა შორის კესარია მგელაძე და მარიამ კალანდაძე, 12 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ცეცხლაძე, ხოლო 14 წლამდე გოგონათა შორის ლიზი ქონიაზე.