ქალაქ ბათუმში დასრულდა აჭარის პირველი საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში. შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის კლუბები. ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით, 5 ტურად.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი — ,, ბათუმის საჭადრაკო კლუბი დიდოსტატი’’
კლუბის წევრები: გრიგორ ვოსკანიანი, დეა ბედოშვილი, მარიამ ცეცხლაძე და კესარია მგელაძე, კაპიტანი ლეონიდ ნეურონოვი.
II ადგილი — ,,საჭადრაკო კლუბი ეტლი’’
კლუბის წევრები:დიანა ქუთელია, მირიან ბერიძე, გიორგი გოგიაშვილი
და დემეტრე გოგიაშვილი, კაპიტანი ეთერ თურმანიძე.
III ადგილი — ,,საჭადრაკო კლუბი ქიში’’
კლუბის წევრები: ნოდარ მამულაძე, ეკატერინე ცივაძე, ლულუ დიასამიძე
და ანი ყალიჩავა, კაპიტანი ამირან მჟავანაძე.
1 – 2 ადგილზე გასული კლუბები დაფინანსდებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის I ლიგაში.