აჭარის   ჩემპიონატი 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 17-23 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის ჩემპიონატი 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

მონაწილენი:

საქართველოს მოქალაქეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები დაბადებულნი  2017, 2015, 2013, 2011, 2009 და 2007  წლის 1 იანვარს და შემდეგ.           

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/gGEgFUx4bYHeDfXL6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2025 წლის 16 თებერვლის 18:00 საათი.

რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დასახელდებიან აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდებიან  მედლითა  და დიპლომით, ხოლო აჭარის  8,10,12,14,16 და 18  წლამდე  ასაკის  ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება  აგრეთვე  თასით  და  მივლინებული იქნება შესაბამისი  ასაკის  2025 წლის  საქართველოს  ჩემპიონატზე.    

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია         

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი