აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 1-7 თებერვალს, აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში 7,9,11,13,15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე. მის: ლეონიძის 15.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მონაწილენი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, საქართველოს მოქალაქეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან დაბადებულნი 2019, 2017, 2015, 2013 და 2011 წლის 1 იანვარს და შემდეგ.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/6771MtQpftzHpBau9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 იანვარი, 19.00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სსსაქართველოსბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
- წლიური საწევრო ბავშვებისთვის 7 წლამდე (2019 და შემდეგ წლებში დაბადებულნი) – 20ლ;
- წლიური საწევრო ახალგაზრდებისთვის 8 – 18 წლის ( (2008- 2018 წლებში დაბადებულნი)- 30ლ;
- წლიური საწევრო სტანდარტული 19 – 59 წლის (1967 – 2007 წლებში დაბადებულნი) – 40ლ;
- წლიური საწევრო სენიორებისთვის 60 და უფროსი ასაკის (1967 წლის 1 იანვრამდე დაბადებულნი) – 20ლ;
ტურნირის განრიგი:

საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება აჭარის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის ჩემპიონი აგრეთვე თასით და მივლინებული იქნება შესაბამისი ასაკის 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.
არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
ტურნირის მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექს ტერ-კარაპეტიანი

