აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-25 ივლისს, ქ. ბათუმის ჭადრაკის ყოფილ სასახლეში ‘’კაისა’’ სტარტს იღებს აჭარის ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.
ტურნირი გაიმართება 7 ტურად. დროის კონტროლი: 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები აჭარის ყველა რაიონიდან.
რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: სარეგისტრაციო ბმული
საკონტაქტო ელ-ფოსტა: ტელ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ივლისის 20:00 საათი.
ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მონაწილეს გადახდილი უნდა ჰქონდეს საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საწევრო ( 24 ლარი) შემდეგ ანგარიშზე: ს.ს
საქართველოს , მფო BAGAGE22 GE95BG 0000 000 3630 99200
ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | დრო |
I ტური | 22 ივლისი | 15:00 |
II ტური | 22 ივლისი | 17:00 |
III ტური | 23 ივლისი | 14:00 |
IV ტური | 23 ივლისი | 16:00 |
V ტური | 24 ივლისი | 14:00 |
VI ტური | 24 ივლისი | 16:00 |
VII ტური | 25 ივლისი | 15:00 |
დახურვა | 25 ივლისი |
საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება. პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები, როგორც ვაჟებში ასევე ქალებში, დაჯილდოვდებიან
მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე
დაჯილდოვდება თასით.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.
კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა
ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ‘’კოვიდ 19-ის’’ ტესტის გაკეთების საბუთი, ან ჩაიტარონ ის
21 ივლისს 17:00-დან 20:00 საათამდე სატურნირო დარბაზთან ‘’კაისას’’ შენობაში, რომელიც
იქნება ორგანიზებული (უსასყიდლოდ) ტურნირის ორგანიზატორის მიერ.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია