აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 ივნისს, მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შორის აჭარის ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიების მხარდამჭერი და მასპინძელი იყო სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმი”.
ტურნირში მონაწილეობდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი: ბათუმი, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაური. გუნდები შედგებოდა 4 მონაწილისგან. შეჯიბრება ჩატარდა წრიული სისტემით 5 ტურად. დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.
საბოლოო შედეგები:
I ადგილი – ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდი: ცეცხლაძე ბადრი, ტუნაძე თენგიზი, აბულაძე ვალოდია, ართმელაძე ესმა.
II ადგილი – ქედის მუნიციპალიტეტის გუნდი: თედორაძე მალხაზი, ბერიძე ლაშა, თედორაძე თენგიზი, დუმბაძე ლელა.
III ადგილი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გუნდი: ზოიძე ჯუმბერი, ქართველიშვილი ოთარი, თურმანიძე არჩილი, ლორთქიფანიძე ხათუნა.
IV ადგილი – ბათუმის მუნიციპალიტეტის გუნდი: დიასამიძე დავითი, ჯვარშეიშვილი ნანა, გორგილაძე თამარი, აბაშიძე ნანა.
V ადგილი – შუახევის მუნიციპალიტეტის გუნდი: დავითაძე ფრიდონი, ზოიძე თემური, მუკუტიძე იმედა, დავითაძე მარიკა.
VI ადგილი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გუნდი: ნემსაძე თემური, თურმანიძე ლელა, ცაგარელი გვანცა, ბოლქვაძე მედეა.
საპრიზო სამეული დაჯილდოვდა დიპლომითა და მედლით, ჩემპიონ გუნდს ასევე გადაეცა თასი. ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:












