აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატები 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირები შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით. აღსანიშნავია, რომ სამივე კატეგორიაში ჯამში მონაწილეობდა 90 მოჭადრაკე. 14 და 18 წლამდე ასაკებში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი.
10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- რატი დიასამიძე (მწვრთნელი: ნათია ვაჩეიშვილი/ბათუმი) 6 ქულა.
- ნიკოლოზ სარჯველაძე (მწვრთნელი: ამირან მჟავანაძე/ქობულეთი) 5.5 ქულა.
- შოთა დოლიძე (მწვრთნელი: ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი) 5ქულა.
10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- ანეტა ქედელიძე (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 7 ქულა.
- ანასტასია ბასილაძე (მწვრთნელი: ვახტანგ ბასილაძე/ბათუმი) 5.5 ქულა.
- მარიამ უმეთაძე (მწვრთნელი: ამირან მჟავანაძე/ქობულეთი) 4 ქულა.
14 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- დემეტრე გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 6.5 ქულა
- გიორგი ჭანტურია (მწვრთნელი: მარიკა ჯაფარიძე/ბათუმი) 6.5 ქულა
- გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 6 ქულა
14 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- თიკო ბერაია (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 5 ქულა
- ნინო კეკელიძე (მწვრთნელი: ემზარ კეკელიძე/შუახევი) 4.5 ქულა
- ლანა გობაძე (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე/ხულო) 4 ქულა
18 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- გოგა ლორთქიფანიძე (მწვრთნელი: ალექსანდრე რუხაძე/ბათუმი) 7 ქულა
- უჩა იაკობაძე (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე/ხულო) 5 ქულა
- ბექა კეკელიძე (მწვრთნელი: ემზარ კეკელიძე/შუახევი) 4 ქულა
18 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 5.5 ქულა
- ნინო ჟღენტი (მწვრთნელი: სოფიკო ტერელაძე/ბათუმი) 5.5 ქულა
- დიანა ქუთელია (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 4 ქულა
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით და მივლინებული იქნებიან ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის 2022 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.
ტურნირის ფოტო კოლაჟი: