აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 17 ნოემბერს, აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
ღონისძიებაში 40-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
გამარჯვებული სამეული ვაჟთა შორის:
- ლორთქიფანიძე ნოდარი (9-დან 9 ქულა)
- ნიგალიძე გაიოზი (9-დან 7.5 ქულა)
- დიასამიძე რატი (9-დან 6 ქულა)
გამარჯვებული სამეული ქალთა შორის:
- მგელაძე კესარია (9-დან 6.5 ქულა)
- კალანდაძე მარიამი (9-დან 5.5 ქულა)
- დიასამიძე ლულუ (9-დან 5.5 ქულა)
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ: მედლით, დიპლომით და ფულად პრიზით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.
ვაჟთა შორის: ქალთა შორის:
I ადგილი – 150 ლ. I ადგილი – 150 ლ.
II ადგილი – 130 ლ. II ადგილი – 130 ლ.
III ადგილი -100 ლ. III ადგილი – 100 ლ.