აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 9-15 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის ჩემპიონატი 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ყველა ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა მივლინებული იქნება საქართველოს ჩემპიონატზე იმავე ასაკობრივ კატეგორიაში.
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 60 წუთი 30 წამის დამატებით. ასპარეზობაში სულ 180-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ყველა ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ლაშა კახიძე (მწვრთნელი – ბადრი ბოლქვაძე)
- გაბრიელ მჟავანაძე (მწვრთნელი – ბაგრატ მჟავანაძე)
- თევდორე ცინცაძე (მწვრთნელი – ნესტან მახაჭაძე/თორნიკე კალანდაძე)
8 წლამდე გოგონათა შორის:
- ევა სოსელია (მწვრთნელი – ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
- ბარბარე ინაიშვილი (მწვრთნელი – ბაგრატ მჟავანაძე)
- ეკატერინე შერვაშიძე-კაპანაძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ილია აბულაძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე)
- ალექსანდრე კალანდაძე (მწვრთნელი – გაიოზ ნიგალიძე)
- საბა სარჯველაძე (მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი/ამირან მალანია)
10 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ გოგუაძე (მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი)
- ნინო ბოლქვაძე (მწვრთნელი – ლია თედორაძე)
- ბელლა მღვდლიშვილი (მწვრთნელი – ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- შოთა დოლიძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე)
- სანდრო გოგუაძე (მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი)
- რატი დიასამიძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე)
12 წლამდე გოგონათა შორის:
- ანეტა ქედელიძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანი)
- ნინო ნაკაშიძე (მწვრთნელი – გიორგი ჭანტურია)
- მეგი ცხვიტავა (მწვრთნელი – მარიკა ჯაფარიძე)
14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- შოთა ცეცხლაძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანი)
- დემეტრე გოგიაშვილი (მწვრთნელი – ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
- ალექსანდრე ვასაძე (მწვრთნელი – ნესტან მახაჭაძე)
14 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანი)
- ნინი ნაკაშიძე (მწვრთნელი – ნესტან მახაჭაძე/თორნიკე კალანდაძე)
- სალომე ართმელაძე (მწვრთნელი – იამზე ბოლქვაძე)
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- გიორგი ჭანტურია (მწვრთნელი – მარიკა ჯაფარიძე)
- გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი – ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
- სანდრო ჩხაიძე
16 წლამდე გოგონათა შორის:
- ინეზა ართმელაძე (მწვრთნელი – ზვიად კახაძე)
18 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ბოგდან პეტრაკოვი (მწვრთნელი – ბადრი ბოლქვაძე)
- ალექსანდრე ჯიბუტი (მწვრთნელი – ირაკლი ახვლედიანი)
- ირაკლი ბარამიძე (მწვრთნელი – ლია თედორაძე)
18 წლამდე გოგონათა შორის:
- ლიზი ვასაძე (მწვრთნელი – ნესტან მახაჭაძე)
- მარიამ წულუკიძე (მწვრთნელი – ლია თედორაძე
- სუზანა კახაძე (მწვრთნელი – ზვიად კახაძე)
პრიზიორები დააჯილდოვეს: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ, აჭარის სპორტის დეპარტამენტის მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების სპეციალისტმა ლიკა ზოიძემ და აჭარის მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლის პედაგოგებმა.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: