აჭარის ასაკობრივ ჩემპიონატებზე III ტურის შემდეგ სხვადასხვა კატეგორიებში დაწინაურდნენ:
8 წლამდე: 3-დან 3 ქულით ანასტასია ბასილაძე, 12 წლამდე გოგონათა შორის: 3-დან 3 ქულით ლულუ დიასამიძე და მარიამ კალანდაძე, 12 წლამდე ჭაბუკთა შორის: 3-დან 3 ქულით გიორგი გოგიაშვილი, 16 წლამდე: 3 დან 2.5 ქულით: გიორგი გაბუნია, ირაკლი ყურშუბაძე და ლიზი ქონიაძე.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით. ასევე სათამაშო სივრცეში უზრუნველყოფილია: დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და თერმო სკრინინგის კონტროლი. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ ტარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), მაგიდების და კარებების სახელურების დეზინფიცირება;