20-26 მარტს, ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში გაიმართება აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირები გაიმართება 7 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან, დაბადებულნი 2005, 2009 და 2013 წლის 1 იანვარს და შემდეგ.
რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/gF2omPNUiTSoPuVr6 ასევე, უნდა გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საწევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2021 წლის 19 მარტის 18.00 საათამდე: ელ-ფოსტა – საკონტაქტო ნომერი: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 მარტის 18.00 საათი. რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აუცილებელია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საწევროს ( 24 ლარი) შეტანა შემდეგ ანგარიშზე: ს.ს. ”საქართველოს ბანკი’’, ანგარიშის № GE95BG0000000363099200
ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | დრო |
I ტური | 20 მარტი | 14:00 |
II ტური | 21 მარტი | 14:00 |
III ტური | 22 მარტი | 14:00 |
IV ტური | 23 მარტი | 14:00 |
V ტური | 24 მარტი | 14:00 |
VI ტური | 25 მარტი | 14:00 |
VII ტური | 26 მარტი | 14:00 |
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის 8,12,16 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აგრეთვე თასით და მივლინებული იქნება ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატზე.
არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
პანდემიური ვითარების შესაბამისად ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებმა და მსაჯებმა უნდა წარადგინონ “კოვიდ-19” -ზე ჩატარებული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხი, ან მისი არქონის შემთხვევაში, ორგანიზატორი I ტურის დაწყებამდე სატურნირო სივრცესთან უზრუნველყოფს სწრაფი ტესტის გაკეთებას.
საკონტაქტო ნომერი: 598 616396
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია