აჭარის ჩემპიონატები 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

22-28 აპრილს, ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში გაიმართება აჭარის ჩემპიონატები 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირები გაიმართება 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან,   დაბადებულნი  2003, 2007 და 2011  წლის 1 იანვარს და შემდეგ.    

რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა  შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/4iieWbS1msW3pe239   ასევე, უნდა გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  2021 წლის საწევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი  2021 წლის  21 აპრილის 18.00 საათამდე: ელ-ფოსტა –    საკონტაქტო ნომერი: 599 069497

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 აპრილის 18.00 საათი. რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აუცილებელია  საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  2021  წლის საწევროს  ( 24 ლარი)  შეტანა   შემდეგ  ანგარიშზე: ს.ს. ”საქართველოს ბანკი’’,   ანგარიშის № GE95BG0000000363099200

                                                                                        ტურნირის განრიგი:

ტურიდღედრო
I     ტური22   აპრილიდანიშვნით
II    ტური23 აპრილი
III   ტური24  აპრილი
IV   ტური25  აპრილი
V    ტური26  აპრილი
VI   ტური27 აპრილი
VII   ტური28  აპრილი

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, სამივე ასაკობრივი კატეგორიის პარტიის დაწყების დრო
გადაწყდება სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ და გამოქვეყნდება 21 აპრილის 22:00-
საათამდე ფედერაციის ვებ-გვერდზე – www.acf.ge

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, აჭარის  სპორტის  დეპარტამენტისა და აჭარის  ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდებიან  მედლებით  და დიპლომებით, ხოლო აჭარის  10,14,18  წლამდე  ასაკის  ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება  აგრეთვე  თასით  და  მივლინებული იქნება   ქ. თბილისში შესაბამისი  ასაკის  2021 წლის  საქართველოს  ჩემპიონატზე.

არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.         

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

პანდემიური ვითარების შესაბამისად ორგანიზატორმა შეიძლება მოითხოვოს ‘’კოვიდ 19-ის’’
ინფექციაზე ჩატარებული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხი, რის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია