აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 დეკემბერს გაიმართა აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის.

ღონისძიებას მასპინძლობდა სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”.

ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 9 მონაწილეს შორის .

ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:

  1. მალანია ამირანი
  2. ბოლქვაძე ბადრი
  3. ზაქარიაძე ზურაბი

ქალთა შორის გამარჯვებულნი:

  1. მგელაძე ანნა
  2. თედორაძე ლიანა
  3. ზოიძე ელენე

პრიზიორები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: