7 დეკემბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით აჭარის ვაჟთა და ქალთა ღია ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის გაიმართება.
ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, წრიული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
მონაწილენი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი მოჭადრაკეები, რომელთაც
გააჩნიათ შშმ პირის მოწმობა.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/GCyPbhhfZtkVS6yr9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 დეკემბრის 18.00 საათი.
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 7 დეკემბერი 13:00 სთ.
1 ტური – 13:15 სთ. (ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის
დასრულების შემდეგ)
საკონტაქტო ნომერი: 599 069497
გამარჯვებულები:
I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდებიან:
მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
I ადგილზე გასულები ასევე დაჯილდოვდებიან თასით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

