“ალექსანდრე ბოკუჩავას თასი”-ს გამარჯვებულები

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, 30 სექტემბერს, “ალექსანდრე ბოკუჩავას თასის” გათამაშება დასრულდა.

ასპარეზობა 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი 45 წუთი 5 წამის დამატებით. ღონისძიებაში ჩართული იყო 41 სპორტსმენი.

ტურნირის საბოლოო შედეგები:

ჭაბუკები

  • I ადგილი – ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6 ქულა;
  • II ადგილი – ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 5,5 ქულა;
  • III ადგილი – ლუკა ქუნთელია (თბილისი; მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) – 5,5 ქულა;

გოგონები

  • I ადგილი – ლიკა ჩხარტიშვილი (თბილისი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 6 ქულა;
  • II ადგილი – ანა მაჭარაშვილი (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 5,5 ქულა;
  • III ადგილი – ანასტასია ზარქუა (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა) – 4 ქულა.