„ალექსანდრე ბოკუჩავას თასი – 2023“ 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

23-29 სექტემბერს, თბილისის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. თბილისში ჭადრაკის სასახლეში, “ალექსანდრე ბოკუჩავას თასი – 2023“ 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი: თითოეულს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 5 წმ.
დამატებით.

კვალიფიკაცია: ტურნირი ჩატარდება ფიდეს სწრაფი ჭადრაკის წესებით. დაითვლება ფიდეს
რეიტინგი რაპიდში.

მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და
გოგონები, დაბადებული 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/pPFAczfyBcin6ArJ7

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:

  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 სექტემბრის 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000

სატურნირო შესატანი: 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

ტურნირის განრიგი:

მონაწილეთა პრიზები:

დაჯილდოვება:

  • 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და
    ფულადი პრიზებით.
  • 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და
    ფულადი პრიზებით.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი