”ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 2021”

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-29 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ”ალექსანდრე ბოკუჩავას თასი” გაიმართება.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.  

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.                          

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ  სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/4RvSn8qpV1rjDbmW8        

სატურნირო შესატანი:  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ოქტომბრის 18:00 საათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –    მობ:  558 11 86 83

ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
რეგისტრაცია22 ოქტომბერი 
გახსნა23 ოქტომბერი16:00
I ტური23 ოქტომბერი16:00
II ტური24 ოქტომბერი16:00
III ტური25 ოქტომბერი16:00
IVტური26 ოქტომბერი16:00
Vტური27 ოქტომბერი16:00
VI ტური28 ოქტომბერი16:00
VII ტური და დახურვა29 ოქტომბერი16:00

პრიზები: საპრიზო ფონდია – 1800 ლარი

 მონაწილეთა პრიზები:

ადგილი:ჭაბუკებიგოგონები
1200200
2150150
3100100

I-III ადგილზე გასული მონაწილეების  მწვრთნელთა პრიზები:

ადგილი:ჭაბუკებიგოგონები
1200200
2150150
3100100

ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის შესაბამისად.

დაჯილდოვება:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე

 მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი