სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატმა შშმ პირთა შორის

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატმა შშმ პირთა შორის. ღონისძიების მასპინძელია სასტუმრო “ჩაო”.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

მონაწილეთა სია:

  • ბოლქვაძე ბადრი (ბათუმი)
  • ტალიკაძე ლერი (ქუთაისი)
  • გოგონაძე ანანო (ქუთაისი)
  • არძენაძე მადონა (ქედა)
  • ძირკვაძე შორენა (ხულო)
  • მგელაძე ანნა (ბათუმი)
  • ნანიაშვილი გიორგი (ხონი)
  • ნათელაური მარგალიტა (თბილისი)
  • ცეცხლაძე ბადრი (ხულო)
  • წითელაძე რომანი (ქედა)

ტურნირის განრიგი:

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: