მონტენეგროში, 25 თებერვალს, სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს, დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი 255 მოჭადრაკე ასპარეზობს, აქედან – ჭაბუკთა შორის 157, ხოლო გოგონათა შორის 98 მონაწილეა.
საქართველოდან შეჯიბრებაზე 4 სპორტსმენია წარმოდგენილი:
- მგელაძე კესარია
- კირთაძე ანასტასია
- კილაძე ლუკა
- ყალიჩავა აკაკი
პირველ ტურში ბათუმელმა კესარია მგელაძემ ინდონეზიელი მოჭადრაკე დაამარცხა, ასევე გამარჯვება იზეიმეს ანასტასია კირთაძემ და ლუკა კილაძემ.