საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა

ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 8 დეკემბერს სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ.

ასპარეზობა იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, 24 მონაწილეს შორის. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

მეხუტე ტურის შედეგებით ტურნირიში ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ ცომაია! ნიკოლოზის აქტივში 5-იდან 4,5 ქულაა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-III ადგილებს ინაწილებენ: ლუკა კილაძე და ნიკოლოზ დარსაძე.

მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში შემდეგი პარტიები იქნება:

  • ნიკოლოზ ცომაია – ნიკოლოზ დარსაძე
  • ლუკა კილაძე – დანიელი საფაროვი

ტურნირში I-II ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურით დაჯილდოვდება.