საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 მაისს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
  • ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცათ 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს გადაეცათ საგზურის არჩევის საშუალება.
  • 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს ფიდეს მსოფლიო თასის შესაბამისი ასაკის საგზური.

გამარჯვებულები ასაკების მიხედვით:

8 წლმადე ჭაბუკთა შორის:

  1. ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი/ გ.გოგიცაიშვილი) 9-დან 7.5
  2. ცოტნე ნანავა (ზუგდიდი/ გიორგი სართანია) 9-დან 7 ქულა
  3. ლაზარე ქვაჩაკიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 9-დან 7 ქულა

8 წლამდე გოგონათა შორის:

  1. ლილე სვანაძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 9-დან 9 ქულა
  2. ნია კვარაცხელია (ზუგდიდი/ დავით თულაძე) 9-დან 8 ქულა
  3. სოფია ლიმარი (ლაგოდეხი/ ხვიჩა ბახტაძე) 9-დან 8 ქულა

12 წლამდე გოგონათა შორის:

  1. ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი/ გიროგი მენაბდე) 9-დან 8 ქულა
  2. სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი/ დავით ზარჯუა) 9-დან 8 ქულა
  3. ანასტასია ქუთატელაძე (ქუთაისი/ ინგა კიკვიძე) 9-დან 6.5 ქულა

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი/ გიორგი ტყეშელაშვილი) 9-დან 8.5 ქულა
  2. დავით თათვიძე (ქუტაისი/ ირაკლი ახვლედიანი) 9-დან 8.5 ქულა
  3. ანდრია ქრისტესიაშვილი (გორი/ ნატალია ეძგვეერაძე) 9-დან 6 ქულა

16 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. დავით ნემსაძე (ქუთაისი/ გიგა ყუფარაძე) 9-დან 9 ქულა
  2. ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი/ დავით ჯოჯუა) 9-დან 8 ქულა
  3. გიროგი ჭანტურია (სენაკი/ მერაბ ჯღამაძე 9-დან 6 ქულა

16 წლამდე გოგონათა შორის:

  1. მარიამ კალანდაძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 9-დან 8ქულა
  2. მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი/ დავით მაღალაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
  3. ბარბარე აშოთია (ქუთაისი/ დავით ჯოჯუა) 9-დან 7.5 ქულა

აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე გოგონათა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურები ბათუმელმა სპორტსმენებმა: მარიამ კალანდაძემ და მარიამ ცეცხლაძემ მოიპოვეს!

დაჯილდოების ფოტოკოლაჟი: