საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის შედეგები 3 ტურის შემდეგ

15-24 მაისს ბათუმი საქართველოს 33-ე ჩემპიონატს მასპინძლობს 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ღონისძიებაში ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი 175 სპორტსმენი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
  • პარტიები იწყება ყოველ დღე 15.00 საათზე (ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება).

დროის კონტროლი:

  • ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

8 წლამდე ჭაბუკთა შორის 3 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი/ გ.გოგიჩაიშვილი) 3-დან 3 ქულა
  2. ცოტნე სალია (წალენჯიხა / ლადო ლუკავა) 3-დან 3 ქულა

8 წლამდე გოგონათა შორის 3 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. მართა კაჭარავა (ტყიბული / ინგა კიკვიძე) 3-დან 3 ქულა
  2. ლილე სვანიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 3-დან 3 ქულა
  3. ნია კვარაცხელია (ზუგდიდი/ დავით თულაძე) 3-დან 3 ქულა

12 წლამდე ჭაბუკთა შორის 3 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. დავით თათვიძე (ქუთაისი/ ირაკლი ახვლედიანი) 3-დან 3 ქულა
  2. გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი/ გიორგი ტყეშელაშვილი) 3-დან 3 ქულა

12 წლამდე გოგონათა შორის 3 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი/ გიორგი მენაბდე) 3-დან 3 ქულა
  2. სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი/ დავით ზარქუა) 3-დან 3 ქულა

16 წლამდე ჭაბუკთა შორის 3 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი/ დავით ჯოჯუა) 3-დან 3 ქულა
  2. დავითი ნემსაძე (ქუთაისი/ გიგა ყუფარაძე) 3-დან 3 ქულა

16 წლამდე გოგონათა შორის 3 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  1. მარიამ კალანდაძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 3-დან 3 ქულა
  2. მარიამ გვათუა (თბილისი/ კონსტანტინე შანავა) 3-დან 3 ქულა

ღონისძების ფოტოკოლაჟი: