რატი დიასამიძე 11 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი გაიმართა.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • ფედეს რეიტინგი ითვლებოდა 11,13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში ჯამში 254 მოჭადრაკე მონაწილეობდა, აქედან აჭარას 16 სპორტსმწნი წარადგენდა:

  1. გიორგი გოგიაშვილი – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  2. გიორგი ჭანტურია – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  3. შოთა ცეცხლაძე – 15 წლამდე ჭაბუკთა შორის
  4. მარიამ ცეცხლაძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
  5. ლულუ დიასამიძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
  6. მარიამ კალანდაძე – 15 წლამდე გოგონათა შორის
  7. შოთა დოლიძე – 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
  8. სანდრო გოგუაძე – 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
  9. ანეტა ქედელიძე – 13 წლამდე გოგონათა შორის
  10. რატი დიასამიძე – 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
  11. დემეტრე მახარაძე – 11 წლამდე ჭაბუკთა შორის
  12. ნინო ნაკაშიძე – 11 წლამდე გოგონათა შორის
  13. მერაბ ბალაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  14. საბა სარჯველაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  15. თევდორე ცინცაძე – 9 წლამდე ჭაბუკთა შორის
  16. მარიამ გოგუაძე – 9 წლამდე გოგონათა შორის

აღსანიშნავია, რომ აჭარის მონაგარში1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

11 წლამდე ჭაბუკთა შორის, 9-დან 7.5 ქულით, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ბათუმელი რატი დიასამიძე გახდა! მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე. აღსანიშნავია, რომ რატიმ ასევე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, რომელიც ირლანდიაში გაიმართება.

15 წლამდე გოგონათა შორის, 9-დან 7.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა მარიამ ცეცხლაძე, მწვრთნელი – დავით მაღალაშვილი. 9-დან 6.5 ქულით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლულუ დიასამიძე გახდა, მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე.