13 ივნისს გაიმართება ონლაინ -ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში – ,,შოთა ჭურკვეიძის თასი-2020’’

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13 ივნისს, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com გაიმართება ონლაინ-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ”შოთა ჭურკვეიძის თასი-2020”

ტურნირი ჩატარდება 10,12 და 14 წლამდე კატეგორიებში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7  ტურად.  დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.

მონაწილეებზე იქნება მონიტორინგი  პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. პარტიებზე განხორციელდება დაკვირვება chess.com – ის ‘ანტიჩითინგის’ სისტემით

Zoom-ის სარეგისტრაციო ბმული: https://zoom.us

ტურნირში სათამაშოდ, მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ თავიანთი სახელითა და გვარით საჭადრაკო  პლატფორმაზე www.chess.com და შემდეგ გაწევრიანდნენ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის კლუბში – Adjarian Chess Federation.

იხილეთ ბმული: https://www.chess.com/club/adjarian-chess-federation

ბმულზე გადასვლის დროს, აუცილებელია გავლილი გქონდეთ რეგისტრაცია chess.com-ზე და გახსნილი გქონდეთ თქვენი გვერდი.

10  წლამდე კატეგორია დაიწყება  12:00 სთ-ზე,   (ზუმში ჩართვა 11:00)

12  წლამდე კატეგორია დაიწყება  16:00 სთ-ზე,  (ზუმში ჩართვა 15:00)

14 წლამდე კატეგორია დაიწყება  19:00 სთ-ზე.   (ზუმში ჩართვა 18:00)

გამარჯვებულები: I, II, III  ადგილზე  გასული მოჭადრაკეები (გოგონები და ჭაბუკები ცალ-ცალკე) ყველა  ასაკობრივ   ჯგუფში  დაჯილდოვდებიან  ფასიანი  საჭადრაკო  საჩუქრებით.           

ტურნირის კენჭისყრაში გასაწევრიანებელი გრაფა გამოჩნდება თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე და მასში შეერთება (Join) შესაძლებელი იქნება თამაშის დაწყების ბოლო წუთამდე

10 წლამდე კატეგორიის სატურნირო ბმული: https://www.chess.com/live#t=1256107

12 წლამდე კატეგორიის სატურნირო ბმული: https://www.chess.com/live#t=1256109

14 წლამდე კატეგორიის სატურნირო ბმული: https://www.chess.com/live#t=1256110

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია