12 აგვისტოს, ნიდერლანდების ეინდჰოვენში სტარტი აიღო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება, დროის კონტროლი: 45 წუთი 10 წამის დამატებით.
საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში მონაწილეობენ: ლუკა კილაძე, ნიკოლოზ შამათავა, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე. დელაგაციას ხელმძღვანელობს საერთაშორისო დიდოსტატი დავით ზარქუა.
ღონისძიებაში სულ 67 გუნდი მონაწილეობს.
გუნდების პირველი ათეული რეიტინგის მიხედვით:
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/08/image-5.png)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/08/image-6.png)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/08/image-7.png)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/08/image-8.png)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2023/08/image-9.png)