აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა” გუნდური ბლიც-ტურნირი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც სხვადასხვა საჭადრაკო სკოლის მოსწავლენი, ასევე, ბათუმის ბულვარში ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად გასული ბავშვები.
ახალგაზრდები გადანაწილდნენ 3 გუნდათ, რომელთა სახელწოდებაც მონაწილეთა შერჩევით გახლდათ შემდეგი: ”ცეცხლოვანი ჭადრაკი”, ”ჭადრაკის ოსტატები” და ”მებრძოლები”.
ყველა მატჩი დასრულდა ” ცეცხლოვანი ჭადრაკის” გამარჯვებით.
ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური ფასიანი საჩუქრები.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/d2fc25ae-a0f4-464f-b476-bcf40406ad28-768x1024.jpeg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/436657055_807423434675785_5020123922031095854_n-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/441951077_413958454946333_7877056804335844427_n-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/436639987_2816496338503575_4586901964669540321_n-768x1024.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/436618923_477075978057613_5449894795873224592_n-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/441958611_1222787202465359_8977035695980571053_n-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/441951531_2744316922384445_7472775644948167097_n-1-1024x768.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/06/441956342_1029456595275454_6406352843171960530_n-1024x768.jpg)